Thursday, July 25, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება-სუფთა გარემო -ჩვენი ჯანმრთელობა

პროექტის მთავარი იდეა/თემა-აუმაღლოთ მოსწავლეებს გარემოს დაცვითი  ცნობიერება. შეიტანონ  მოსწავლეებმა თავიანთი წვლილი  გარემოს დაბინძურების წინააღმდებ ბრძოლაში.   

პროექტის აქტუალობა-დაბინძურებული გარემო-დავადების კერა.

პროექტის მიზანი-ბავშვებმა  შეძლონ ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში. შეძლონ პრობლემების გადაჭრა.

მოსწავლეთა ასაკი- 9-10 წელი

პროექტის ჩატარების ხანგრძლივობა -1კვირა

მოსალოდნელი შედეგები-გამოიმუშაონ ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვების ჩვევა. გამოუმუშავდეთ ბუნებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება. დაიცვან სისუფთავე. პატივი სცენ სხვის შრომას.

საჭირო რესურსები -სახატავი ფურცლები ფლომასტერები სათლი ცოცხი რეზინის ხელთათმანები საპონი პირსახოცი კომპიუტერი ინტერნეტი

პროექტის    მსვლელობა:

აქტივობა 1 კლასს ჩაუტარებ საუბარს პირადი ჰიგიენის დაცვ ის თაობაზე.
სკოლის  ეზოსა და  მიმდებარე ქუჩას,როგორ  უფრთხილდებით  

აქტივობა - 2 კლასს დავყოფ ორ ჯგუფად  ვაძლევ დავალებას პირველმა ჯგუფმა აწარმოოს დაკვირვება მოსახლეობაზე  ყრიან თუ არა ნაგავს სპეციალურ ურნებში.

აქტივობა- 3 მეორე  ჯგუფმა იმუშაოს ინტერნეტში. მოიძიოს მასალები და გააკეთოს პრეზენტაცია.

აქტივობა 4-ვუტარებ ინსტრუქციას უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობაზე. ორივე ჯგუფი ამზადებს სტიკერებს  წარწერით-,,მე მიყვარს ჩემი სოფელი''. ,,მოვუფრთხილდეთ  გარემოს''.

აქტივობა -5 კლასი გამყავს  სკოლის გარეთ და ვასუფთავებთ მიმდებარე ქუჩას/მუშაობის  დროს უნდა ვადევნოთ თვალი ბავშვებმა რაიმე არ დაუშაონ ერთმანეთს.

აქტივობა-6-პროექტის შეფასება

შეფასების კრიტერიუმი
მაღალი

საშუალო
დაბალი
პრეზენტაცია
ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან. მოჰყავს არგუმენტები.
უჭირს აუდიტორიასთან  კავშირის დამყარება 
ვერ ამყარებს კავშირს.

ჯგუფში თანამშრომლობა
ითვალისწინებს სხვის აზრს.
არ ითვალისწინებს სხვის აზრს.
არ თანამშრომლობს ჯგუფთან.
ინფორმაციის მოპოვება
დამოუკიდებლად ეძებსინფორმაციას
ნაწილობრივ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება
არ შეუძლია  ინფორმაციის მოპოვება.

საგანთან კავშირი- 

ქართული ენა და ლიტერატურა 

2. ბუნებისმცოდნეობა.

1-მოსწავლეებს შეუძლიათ გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

2-მოსწავლეებს შეუძლიათ პირადი ჰიგიენის  დაცვა

პროექტის ხელმძღვანელი: ვალიდა ანთაძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: antadzevalida@gmail.com